მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის. საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეთავაზება მთავრობის დაკომპლექტებას ეხება. კერძოდ "ქართული ოცნება" მზად არის ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, ოპოზიციას მოუხსნან და ისეთ მექანიზმზე ისაუბრონ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ამოქმედდეს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პარტიას უფლება არ ექნება მთავრობა დააკომპლექტოს, თუ არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს.