საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 17 თებერვლის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ - ჯი ეფ სის-ზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, ნოემბერში - 48; დეკემბერში - 48, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით მათი რიცხვი 46-ს შეადგენს, ხოლო 24 თებერვლის მდგომარეობით 45 ერთეულს, სადაც „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ - ჯი ეფ სისი“ არ შედის.
შედეგად 2019 წლის იანვრიდან დღემდე ბაზარი უკვე 21-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა.