თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი სტაბილურად იზრდება. ორგანიზაცია Cushman & Wakefield Georgia-მ საცხოვრებელი ფართების ღირებულება შეისწავლა.
ანგარიშის მიხედვით, მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1032 დოლარს შეადგენს. შემდეგ პოზიციაზეა ვაკე, სადაც 1 კვ.მ ფართობი საშუალოდ, 985 დოლარი ღირს. მესამე პოზიციას კი საბურთალო იკავებს, აქ 1 კვადრატულის ფასი 899 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, ასე გამოიყურება:
კრწანისი - 798 დოლარი
ჩუღურეთი - 733 დოლარი
დიდუბე - 687 დოლარი
ისანი - 575 დოლარი
გლდანი - 550 დოლარი
ნაძალადევი - 544 დოლარი
სამგორი - 512 დოლარი