ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მსგავსი მითითება არ გაცემულა. მინისტრი ამბობს რომ ყველა აუცილებელი ზომა მიღებული იქნება რადგან ადამიანების ჯაბნმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერებამ საქართველოსთვის თვეში 30 მილიონიანი ზარალი გამოიწვია.