თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულერბისკენ მოუწოდა. კალაძემ კომპანიების უპასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და მათ მიმართა ნუ გზავნიან მერიაში ადამიანებს თხოვნით, რომ ისინი არ დააჯარიმონ.
თბილისის მერმა ასევე ბოჭორიშვილის, (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე და დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა. თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს.