ოზურგეთში, პროფესიულ "კოლეჯ" ჰორიზონტში, მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა. ტრენინგის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროფესიული განათლების და გადამზადების (VET) საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიისა პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.