ევროკავშირი ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ცნობილი ევროკომისიის სხდომის შემდეგ გახდა. ამასთან, გადაწყდა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით იტალიასთან სატრანპორტო მომოსვლის შეჩერებას არ აპირებს.
"სხვადასხვა სცენარები განიხილება, მაგალითად კოორდინირებული შეზღუდვები შენგენის ზონის ქვეყნებში. ამ ეტაპზე ამ ზომებს არ მივმართავთ, მაგრამ ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ როგორ მოვიქცევით გაუთვალისწინებელ სიტუაციებში", - განაცხადა ევროკავშირის კრიზისის მენეჯმენტის კომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა. მისივე ინფორმაციით, 230 მილიონიდან 114 მილიონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადაეცემა, 100 მილიონი ევრო მოხმარდება მკურნალობას, კვლევების დაფინანსებასა და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, 15 მილიონით კი ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება ვირუსის წინააღმდეგ მზაობის გასაძლიერებლად.
ასევე ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ავსტრიამ ქვეყანასთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა.