საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ირანიდან ავიამიმოსვლის შეჩერებას და ირანის მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვას მოითხოვს. როგორც სააკაშვილი Fაცებოოკ-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ეს დიდი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.