სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა, რომლის სავაჭრო ბრუნვამაც 106 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმაც 14 მილიონ 111 ათას 100 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები 9 მილიონ 279 ატს 300 დოლარით. მესამე ადგილზე ელექტროენერგია გავიდა, რომლის ემპორტიც 6 მილიონ 844 ათას 700 დოლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ხორბალი, მესლინი და სატელეფონო აპარატები ინაწილებენ, შესაბამისად 6 მილიონ 104 ათას 300 და 3 მილიონ 148 ათას დოლარით.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 262 მილიონ 600 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 619 მილიონ 800 ათასი დოლარს შეადგენს.