სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულ პაციენტთა საერთო რაოდენობამ 763-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსით ქვეყანაში მეშვიდე პაციენტი დაიღუპა. ხელისუფლება დაავადების გავრცელების ზუსტ მიზეზს ამ დრომდე იკვლევს.
აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან 115-ს ქალაქ დეგუს ეკლესიას უკავშირებენ, სადაც ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტი ღვთისმსახურებებს ესწრებოდა.
კორონავირუსის გავრცელების გამო, სამხრეთ კორეაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.