იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 150-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შემთხვევების სწრაფი ზრდით გაკვირვებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შევაჩეროთ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
იტალიის ჯანდაცვის ხელისუფლება იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ დაიწყო ქვეყენაში ვირუსის გავრცელება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოაცხადებული, 50 000-მდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ ვენეციის ცნობილი კარნავალისა და ყველა სპორტული ღონისძიების პირველ მარტამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.