შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ესკორტ-2008-მაგნუმის“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.