პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცვლელი და არის გლობალური გამოწვევა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნირების მხარდაჭერით, საქართველომ გამოძიება ჩაატარა და ეს პროცესი გრძელდება. მისი თქმით არ არის საჭირო საკითხით სპეკულირება. მან საზოგადოებას მოუწოდა მშვიდად იყოს, ვინაიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.