"ლელო საქართველოსთვის" საქართველოში მომხდა მასშტაბურ კიბერშეტევის ფაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურების აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მკაცრი და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, აღნიშნული შეტევა მიზანმიმართული იყო და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე გაკეთდა მკაცრი განცხადებები კიბერშეტევების წინააღმდეგ და საქართველოშიც ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან ანალოგიური შინაარსის განცხადებები უნდა კეთდებოდეს.
უსუფაშვილი საქართველოში კიბერშეტევის წინააღმდეგ ადეკვატური თავდაცვითი ზომების მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას.