გერმანიის ქალაქ ჰანაუში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვი 9-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას "როიტერსი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მასთან ერთად ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.
შეგახსენებთ, დღეს გერმანიის ქალაქ ჰანაუში შეიარაღებული პირი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩილიმ ბარებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 4 ადამიანი. ინციდენტების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.