დეპუტატები ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისულების საკიტხზე საუბრობენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, იმ ადამიანის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია, რომელიც არაერთ დანაშაულზე არის მხილებული და თავისუფლების აღკვეთა 7 წელი ჰქონდა შეფარდებული. მათივე თქმით, ის ადამიანები, ვინც მერაბიშვილს პოლიტ.პატიმარს უწოდებენ, შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, ვინც მერაბიშვილის მმართველობამ დააზარალა.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებით, მერაბიშვილის დაკავება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მათივე თქმით, ყოფილი შს მინისტრის საქმე მტკიცებულებებით გამყარებული არ არის და ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკური სამიზნე იყო.