შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფში" 1995 წელს დაბადებული დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება "ემდეემა", "პრეგაბალინის" შემცველი ფსიქოტროპული საშუალება "ლირიკის" 490 კაფსულა, 72 გრამი "ამფეტამინი" და 237 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.