უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერის თქმით, უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.