დღეის მდგომარეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და მასზე ხელი ადამიანების უმეტესობას უკვე მიუწვდება. ამასთან, იზრდება ინტერნეტის სიჩქარე და იცვლება მისი ტარიფებიც.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთისგან ინტერნეტის სიჩქარისა და ფასის მიხედვით ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ვებ-გვერდის Cables-ს ინფორმაციით, ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად ითვლება დრო, რომელიც სჭირდება 5GB ფაილის ჩამოტვირთვას.
რეიტინგის პირველი ადგილი ტაივანმა დაიკავა, სადაც ჩამოტვირთვას სულ რაღაც 8 წუთი დასჭირდა, ბოლო ადგილი კი იემენს ერგო, სადაც იმავე ფაილის ჩამოტვირთვას 30 საათი და 1 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 207 ქვეყანას შორის ის რიგით 88-ე ადგილს იკავებს.