პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქცია დასრულდა. ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობით გადაადგილდნენ და ქუჩის მხრიდან მიუახლოვდნენ პარლამენტის ბიუროს ოთახს და ამ პერფორმანსის შემდეგ დღევანდელი აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პროტესტი გამოხატეს დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც კანონმდებლებმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ. აქციის მონაწილეების თქმით, ირაკლი შოთაძეს, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, არ აქვს მორალური უფლება ხელმეორედ დაინიშნოს გენერალურ პროკურორად.