16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მ.კ-ს გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. 39 წლის მამაკაცი, რომელიც 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის პოსტი, რომელშიც ის წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და წერს, რომ მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ამ ტრაგედიამ.
ავტორი: თიკო გურაშვილი