დიდ ბრიტანეთში ქარიშხალ "დენისს" 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ქარიშხალმა "დენისმა" ბოლო 48 საათში დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. უელსის ჩრდილოეთ ნაწილში ქარის სიჩქარემ 146 კმ.სთ-ს გადააჭარბა, უხვმა ნალექებმა კი მდინარეების ადიდება გამოიწვია. ხიდების დაზიანების გამო ასობით ადამიანს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ასობით ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც წყლის დონის მომენტში ზღვის სანაპიროსთან იმყოფებოდნენ.
სინოპტიკოსები უხვ ნალექებს მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.