დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მმართველ გუნდს და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს რეალური საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. ჟორჟოლიანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორცილება უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. მან აღნიშნა, რომ იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც არც ნაციონალურ მოძრაობაში და არც ევროპულ საქართველოში არ არიან 28-ს შეადგენს, მათთან მოლაპარლკების შემთხვევაში კი მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებს.