საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. გადაწყვეტილების შესახებ მარგველაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა. როგორც ტვიტშია ნათქვამი, ავტორიტარიზმის არჩევით, "ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა.
"ქვეყანაში არ არის დემოკრატია რაც თავის მხრივ ნიშნავს რომ არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად", - წერს მარგველაშვილი.