ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-2 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლიკვიდირება.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტის და შერეული საქონლისბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.