შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანები აღნიშნულ ქალაქებში თითქმის 1 თვის განმავლობაში, 7 მარტამდე დარჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების სამუშაო პროცესს ბორჯომში დაესწრო და მომხმარებელთა შეფასებები მოისმინა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დროის ნაკლები დანახარჯით, ქალაქიდან გაუსვლელად, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი