დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ასოცირების კომიტეტის არსებობის განმავლობაში, ევროპარლამენტისა და საქართველოს უმრავლესობის პოზიციები ერთმანეთს პირველად დაშორდა. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ყოფილი ვიცე-სპიკერი ამბობს რომ ეს ფაქტი საფრთხეს არ უქმნის ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ კარგად აჩენს იმ მძიმე განწყობებს, რომელიც ქვეყანასთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს. დეპუტატი ამბობს რომ მდგომარეობა რთულდება და მძიმდება. მისივე თქმით, ის გზავნილი, თითქოს, ყველაფერზე ოპოზიციაა პასუხისმგებელი, უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობას.