ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქედან ერთ-ერთი უკვე გაწერეს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით 26 წლის ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, 19 წლის მამაკაცს რომელიც იანჭოდან არის ჩამოსული ექიმის განცხადებით, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.