ქუთაისში სამკერვალო საწარმო "ქუთექსის" ყოფილმა თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი ოთხი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია რვა თვის წინ დაიხურა და მას შემდეგ ხელფასების ანაზღაურებას უშედეგოდ ითხოვენ. სამკერვალოს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს.
აქციის მოანწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირები.