გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. უშიშროების საბჭომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ინიცირებულ დოკუმენტი 14 ხმით დაამტკიცა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრისას თავი შეიკავა, რუსეთი იყო. რეზოლუცია ადასტურებს საერთაშორისო ლიდერების მიერ ბერლინის 19 იანვრის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ლიბიაში დაწესებული იარაღის ემბარგოს, კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევისგან თავის შეკავებასა და დაპირისპირებული მხარეებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.
გაეროს ლიდერების განმარტებით, რეზოლუციის მიზანია, ხელი შეუწყოს ლიბიაში გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობასა და ხალიფა ჰაფთარის მხარდამჭერ ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას.