საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვებმა 3 მილიარდ 283 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი 23 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
შემცირებულია მთლიანი რეზერვებიც. კერძოდ, კლებამ ერთ თვეში 23 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 იანვრის მდგომარეობით რეზერვები 3 მილიარდ 482 მილიონი დოლარია.