საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისში ფორუმი ჩატარდა,რომელიც საქართველოში ლოჯისტიკური პრობლემის მოგვარებაზე მსჯელობას დაეთმო. შეხვედრაზე გამომსვლელებმა საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივასა და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის თქმით, საქართვეელოს თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა რეგიონში ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს. მისივე თქმით ქვეყნის ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია რომ კერძო სექტორი იყოს განვითარებული და ძლიერი.