ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მა ლი იანის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ უგულებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მაინც მიიღო უმაღლესი შემზღუდველი ზომები კორონავირუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ აძლიერებს პანიკას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე.
ელჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სახელმწიფოს მიერ ჩინეთისადმი მიღებული ზომები ზღვარს გასცდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლოა აღნიშნულ ქვეყანას პასუხი მოსთხოვოს.