საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩშიც იმარჯვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა კოსოვო 6:1 დაამარცხა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. აქამდე ჩვენმა გუნდმა გერმანიას (3:1) და ავსტრიას (9:2) მოუგო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 2021 წელს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება. მატჩები მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება. კენჭისყრა ამა წლის 14 მაისს გაიმართება.