The Last Thing He Wanted ნეტფლიქსის ახალი სერიალი რომელშიც მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი, ბენ აფლეკი და უილიამ დეფო ასრულებენ. ამერიკელი მწერლის, ჯოან დიდიონის 1996 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, ელენა მაკმენის საოცრად დაძაბული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სერიალის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, ნეტფლიქსის მომხმარებლებს კი მისი ხილვა 21 თებერვლიდან შეეძლებათ.