პრემეირ-მინისტრი გიორგი გახარია ამაზრზენს უწოდებს ლევან იზორიას ძმის ქმედებას, რომელიც მედიაში გავრცელებულ კადრებში ნახა. პრემიერი ამბობს, რომ ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და იგივე რეაქცია ექნებოდა, მისი ძმაც რომ ყოფილიყო ის.
ცნობისთვის, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.