თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. დღეს ნივთიერი და წერილობით მტკიცებულებები, ასევე ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიზე კამერების ჩანაწერებს გამოიკვლიეს.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.