ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებს. მინისტრის თქმით, სამთავრობო გუნდის შესახებ შავი პიარია აგორებული. მისივე თქმით, გუნდი შეხმატკბილებულად მუშაობას და მინისტრთა კაბინეტის არცერთი წევრი არსად წასვლას არ აპირებს.
როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა ჭორების ავტორებს სურთ საზოგადოებაში წარმოჩინდეს თითქოს გუნდის შიგნით არასტაბილური სიტუაციაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.