ფართოფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავმა Boeing 777X-მა პირველი საცდელი ფრენა განახორციელა. ლაინერის აფრენისა და დაჯდომის ვიდეოტრანსლაციას კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე აწარმოებდა. ფრენის ხანგრძლივობამ თითქმის 4 საათი შეადგინა, ის შტატ ვაშინგტონის თავზე მოხდა.
Boeing-ში აცხადებენ, რომ 777X არის ყველაზე დიდი ზომის და ამავდროულად საწვავის მოხმარების მხრივ ყველაზე ეკონომიური ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავი, რომელსაც ორი ძრავა აქვს. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ყველაზე დიდი ზომის Boeing 777X-ის სიგრძე 77 მეტრია, ლაინერი გათვლილია 426 მზგავრზე და მისი მიწოდება დამკვეთებისთვის 2021 წლიდან დაიწყება.