ამერიკული მედიის ცნობით, ქალბატონებს, რომლებიც აშშ-ში სამშობიაროდ ჩადიან, ვიზის მიღება გაურთულდებათ. საქმე ეხება „ბი“ ტიპის ვიზას, რომელიც აშშ-ში მოკლევადიანი მოგზაურობისა და ტურისტული ვიზიტების დროს გაიცემა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თუ მიიჩნევენ, რომ ქალბატონი აშშ-ში მხოლოდ იმის გამო მიემგზავრება, რომ მისმა შვილმა მოქალაქეობა მიიღოს, მათ ვიზის გაცემაზე უარს ეტყვიან.უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ აშშ-ში გაჩენილი ბავშვების სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, ამ ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად 33 ათასს აჭარბებს.აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებით, აშშ-ში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე. აშშ-ის პრეზიდენტი ამ სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებას უჭერს მხარს.