უკრაინა გეგმავს გერმანიას 10-წლიანი მართვის უფლებით გადასცეს საკუთარი რკინიგზა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დავოსში „უკრაინული საუზმის“ დროს განაცხადა.
მანამდე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გერმანული რკინიგზის ოპერატორ Deutsche Bahn-თან (დოიჩე ბანი) მემორანდუმს მოაწერა ხელი. პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ალიანსი „ლოგიკური გაგრძელებაა უკრაინის რკინიგზის რესტრუქტურიზაციის გეგმის, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა.
ამასთან, უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ აქ უკრაინის რკინიგზის იჯარაზე ან მიყიდვაზე არ არის საუბარი.