ბათუმის მირქმის ტაძარი გაქურდეს - Palitra News

ბათუმის მირქმის ტაძარი გაქურდეს

2020-01-26 16:17:50+04:00

ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ტაძრის ეზოში მდებარე სასანთლის ფანჯარა გატეხეს, საიდანაც სასანთლეში შეაღწიეს.წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი. ეკლესიის მღვდელმსახურის ინფორმაციით, მძარცველები ტაძარში არ შესულან, მხოლოდ სასანთლე გაქურდეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.