ჩინეთში მძვინვარე კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ სოციალურ მედიაში ახალი კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეცემიან ვირუსით ინფიცირებული ადამიანები ქალაქ უხანის ცარიელ ქუჩებსა და საავადამყოფოების მოსაცდელ კორიდორებში. კადრებში ასევე ჩანს უგონოდ მყოფი მამამაკაცი, რომლის დახმარებასაც სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ. კიდევ ერთ გავრცელებულ სურათზე გამოსახულია სავარაუდოდ გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც თავიდან სისხლი სდის.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 26 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია. ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ოთხი ქალაქი გადაკეტეს. სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ ქალაქებში შეწყვეტილია.