საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიასა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრები კონკრეტული შედეგით დასრულდა.
კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრისას მიიღო.
გიორგი გახარია Siemens Energy-ის წარმომადგენელსაც ესაუბრა, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.
კომპანია Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ სენის განცხადებით, სურს იყოს საქართველოს პარტნიორი სხვადასხვა მიმართულებით.