ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამ დროისთვის, ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები. მან ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობის გაგრძელებაზეც. მისი თქმით, ჩინეთიდან მიღებული ინფორმაცია საბოლოო დასკვნის მისაღებად საკმარისი არ იყო და კომისია კვლავ გამართავს შეხვედრას, რომ მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის ანალიზი. მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს მზაობაზე, მიიღოს მოსამზადებელი ზომები აეროპორტებსა და პორტებში.