პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" პროპაგანდისტულად ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. ხოლო საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკურ კრიზისს გაღმავებს და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და თუ რამე არ შეიცვალა საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი დარჩება ოკუპანტი რუსეთის სახით.
"ლელოს" დამფუნებელი მიმართავს "ქართული ოცნების" დეპუტაციას, რომ კარგად გაიაზრონ ისტორიული პასუხისმგებლობა და არ დაკარგონ 30 წლიანი ბრძოლით და შრომით მიღწეული მონაპოვარი.