საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებულ მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, ის სანქციებს არ ელოდება, ვინაიდან საქართველო თანმიმდევრულია იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც არის ქვეყნის კონსტიტუციაში ასახული. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად იყვნენ ევროპარლამენტარების მიერ დასმულ ყველაზე კითხვაზე ამომწურავად გაეცათ პასუხი, თუმცა მათ ამისთვის მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდათ გამოყოფილი. მინისტრი იმედოვნებს რომ ქართულ მხარეს კიდევ ექნება საშუალება, რომ ევროპარლამენტარებს ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.