თბილისის მერიასთან "ანას ბაღთან" მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა, თბილისის მერიაში "ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის ბათილად ცნობისა და შეჩერების მოთხოვნით საჩივარი შეიტანეს. იმ შემთხვევაში თუკი მერია გადაწყვეტილებას არ გადახედავს "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.