ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელ კომიტეტის სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დაესწრნენ. კილაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაბედავს თეა წულუკიანს და "ქართულ ოცნებას" ელაპარკოს პენიტენციურ სისტემაზე და ამ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ვინაიდან მათი მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა. სოფიო კილაძის თქმით 144 ადამიანი რომელიც მხოლოდ 2010 წელს გარდაიცვალა ციხეებში არასრული სტატისტიკაა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას.