ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
როგორც მინისტრმა ანაკლიის პორტზე საუბრისას აღნიშნა, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მინისტრის თქმით ახალი ტენდერის პროცედურები იქნება გამჭვირვალე და პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროც იქნება ჩართული.
მინისტრმა ფოთის პორტის შესაძლო გაღრმაწყლოვანებაზეც ისაუბრა, მისი თქმით ამ ეტაპზე პრიორიტეტი ანაკლიის პორტის მშენებელობაა.